საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დილას, 10:50 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით სარკინიგზო რეისს საღამოს 18:55 საათზე შეასრულებს.
მათივე ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია: საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.