საომარი მოქმედებები უკრაინაში

02 აგვისტო 2023, 11:01 790 ნახვა

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

"ყველა საჰაერო სამიზნე - 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს", - აღნიშნა პოპკომ. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. "დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. არანაირი სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება", - აღნიშნა პოპკომ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში