თურქეთში შვედეთის საკონსულოს თანამშრომელი დაჭრეს

02 აგვისტო 2023, 11:08 945 ნახვა

იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი უწყებასთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, – ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. იზმირის გუბერნატორის განცხადებით,  მომხდარის გამო დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრება.

მათივე განცხადებით, დიალოგს აწარმოებენ სტამბოლში, გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ უწყება არ გააკეთებს დამატებით კომენტარს „დიპლომატიური სამსახურისთვის საფრთხეზე ან უსაფრთხოების ზომების მიღებაზე“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი