საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ძალოსნობის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მედლები მოიპოვა

01 აგვისტო 2023, 15:04 683 ნახვა

დღეს 20-წლამდე ძალოსანთა შორის ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების ორმა წევრმა, გევრასი თაბაგარმა და თორნიკე ლომთაძემ  იასპარეზეს.

თაბაგარისთვის ატაცში სამივე ცდა წარმატებული იყო და დაძლეული 143 / 147 / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა და  ოქროს მედალს დაეფლა. 

საბოლოოდ ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 343 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება თორნიკე ლომთაძეს ქართველმა ძალოსანმა ატაცში 134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით კი ჩვენს სპორტსმენს ვერცხლის მედალი ერგო. 

საბოლოოდ  ორჭიდში ლომთაძემ 327 კილოგრამით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი