სასწავლო კურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

01 აგვისტო 2023, 11:00 661 ნახვა

მართლმსაჯულების სტრუქტურებში სასწავლო-საინფორმაციო ტურების მოწყობის თემატური და პრაქტიკული ასპექტები“ - ამ სახელწოდებით ბათუმში ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლების  სამოქალაქო  განათლების მასწავლებლებისთვის ორდღიანი სასწავლო კურსი მიმდინარეობს. სემინარზე  პედაგოგებს განემარტებათ სასამართლოებსა და მართლმსაჯულების  უწყებებში  საექსკურსიო  ტურების მოწყობის შემეცნებითი დანიშნულება, გაეცნობიან თეორიულ  სასწავლო თემატიკას, პრაქტიკულ ვიზიტებთან დაკავშირებით კონცეფციას  და  გასვლითი  მეცადინეობების  მეთოდოლოგიას.

სასწავლო კურსის მონაწილე პედაგოგები  მონაწილეობას მიიღებენ  საჩვენებელ ტურში და უშუალოდ  გაეცნობიან  მართლმსაჯულების  სტრუქტურებში  ვიზიტის უპირატესობებს და აღნიშნული კომპონენტის  სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას.

სასწავლო კურსი პროექტ  „მართლმსაჯულების ნავიგატორი“-ს  ფარგლებში ხორციელდება, ორგანიზაცია „მწანე სექტორის“ მიერ, უესაიდის სამართლის უზენაესობის  პროგრამის მხარდაჭერით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი