ქობულეთში, სოფელ კოხში ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის ,,ევექსის'' ჰოსპიტალში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, კლინიკაში მოთავსებულია 3 ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია და მას ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტომობილის მდინარიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.