ნათია გადელია U20-ში ევროპის ჩემპიონია

31 ივლისი 2023, 19:15 766 ნახვა

20-წლამდე ძალოსანთა შორის ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ნათია გადელია ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

კონტინენტის პირველობაზე გადელიამ ატაცში 93 და 96 კგ. დაიმორჩილა და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ნათიამ აკვრაში 116, 120 და 123 კგ. გაართვა თავი და მეორე ოქროს მედალს დაეუფლა.

საბოლოოდ ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა .

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი