ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა 

31 ივლისი 2023, 10:15 542 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში ბოლნისში  „სიონმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო, 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ბათუმელები 33-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააწინაურა. მეორე გოლი 50-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გაიტანა და ზღვისპირელები მეოთხედფინალში გავიდნენ.

მეორე შეხვედრაში საბურთალომ გასვლაზე თელავი 1:0 დაამარცხა. ამ დროისთვის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ექვსი მეოთხედფინალისტია ცნობილი – „საბურთალო“, „ირაო“, ფოთის „კოლხეთი 1913“, წყალტუბოს „სამგურალი“, „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“.

ორი მეოთხედფინალისტი სექტემბერში გაირკვევა: 7 სექტემბერს „სპაერი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს  „გარეჯი“ გორის „დილას“ მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი