პროტესტი და ხმაური ბათუმში

30 ივლისი 2023, 23:59 605 ნახვა

ამ წუთებში ხმაურია ბათუმის ნავსადგურთან, სადაც სოჭიდან მომავალი საკრუიზო ლაინერის გასაპროტესტებლად დღეს აქცია დაანონსდა.

აქ 12 საათიდან უნდა შეკრებილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ლაინერით პუტინის მხარდამჭერი პროპაგანდისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.

აქციის დაწყებამდე პოლიციამ სანაპიროს მისადგომი ორმაგი ჯებირებით შემოღობა, რასაც გაღიზიანება მოჰყვა აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

სამართალდამცველები ადგილზე შეკრებილებს ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება ჯებირების მოწყობის თაობაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ადგილზე შეკრებილები კი ამბობენ, რომ პოლიცია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს იცავს.

გემი, რომლითაც ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები აპირებენ ჩამოსვლას, ბათუმის პორტში ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაჩერდება.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.

ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში