ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა და აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაციის ინიციატივით, ბათუმში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი 2023“ გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს, უკრაინის, ირანის, თურქეთისა და სომხეთის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 17 ათლეტი აჭარიდან იყო. ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში, როგორც მამაკაცთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა.
პროფესიონალები და მოყვარულები დისციპლინა ბიცეპში, წოლჭიმსა და ორჭიდში ასპარეზობდნენ. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ოქტომბერში უნგრეთში გაიმართება.