დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში გამომძიებლები წუთი წუთზე მივლენ. ე.წ. მატროსვის ციხეში დეკანოზის სამივე ადვოკატი იმყოფება. ინტერესების დამცველის ცნობით, გიორგი მამალაძე საგამოძიებო უწყებას იარაღის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც მის სახლში აღმოაჩინეს. როგორც ადვოკატი ამბობს იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა. ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერების ექსპერტიზის მიზნით გამომძიებლები ციხეში ექსპერტიზის ნიმუშებს აიღებენ.