ევრო-2032-ის მასპინძლობა იტალიას და თურქეთს ერთად სურთ

29 ივლისი 2023, 14:44 605 ნახვა

ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა იტალიას და თურქეთს ერთად სურთ. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ თავიანთი ინდივიდუალური წინადადებების გაერთიანება გადაწყვიტა.

ამგვარად, უეფა შეაფასებს სიტუაციას განიხილავს პოტენციური მასპინძელი სტადიონების მდგომარეობას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი 10 ოქტომბერს გამოაცხადებს.

იტალიური მედიის ვარაუდით, ევრო 2032-ის გახსნის მატჩი სტამბოლში, ხოლო ფინალი რომში ჩატარდება.

სხვა მასპინძელი ქალაქების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი