ძალოსანი გურამ გიორბელიძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

28 ივლისი 2023, 18:14 823 ნახვა

გურამ გიორბელიძემ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორბელიძემ 23-წლამდე ძალოსნებს შორის 67 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში 122/125/129 კგ დაძლია და პირვველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

გურამმა აკვრაში თავი 151/157/161 კილოგრამს გაართვა და მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

საბოლოოდ ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 290 კილოგრამითაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში