MMA Junkie-ის ინფორმაციით, წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება.
წყაროს თანახმად, UFC-ის 34 წლის ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს სინგაპურში გასამართ ღონისძიებაზე, ალექს კასერესთან იჩხუბებს. 35 წლის კასერესმა კარიერის განმავლობაში 35 ბრძოლა გამართა, საიდანაც 21 მოიგო, 13-ში დამარცხდა, ხოლო ერთში გამარჯვებული არ გამოცხადდა. ამჟამად კასერესი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება გიგას ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება. MMA-ში ჩატარებული 17 ბრძოლიდან, კი მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 3 მარცხია.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2022 წლის იანვარში ამერიკელ, კალვინ კატართან გამართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.