მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება

24 თებერვალი 2017, 00:00 2722 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გერმანიიდან ბათუმში დაბრუნების შემდეგ ეპარქიაში, სასულიერო პირებთან შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ შეხვედრაზე იგი სასულიერო პირებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ესაუბრა. უფრო კონკრეტულად რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ამაზე ეპარქიის სხვა სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებენ, ისინი არც დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით საუბრობენ, და თავს იკავებენ ნებისმიერი შეფასებისგან.  მეუფე დიმიტრის დამატებითი კომენტარი პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილსა და მამა მიქაელ ბოტკოველს შორის დაპირისპირებაზე არ გაუკეთებია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი