გაერო-ს განცხადება მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენაზე

28 ივლისი 2023, 10:25 614 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ე.წ შემოწირულობა მარცვლეულის შეთანხმების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს. ანტონიო გუტერეშმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს 3-4 თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუზარდოს.

გუტერეშის თქმით, მილიონობით ტონა მარცვლეულის ბაზრიდან გატანისას, ცხადია, ეკონომიკური ზარალის საფუძველზე, ფასების ზრდას გამოიწვევს.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გლობალურ ბაზრებზე გარანტირებული იყოს როგორც უკრაინული, ისე რუსული საკვები და სასუქები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი