ბაჩუკი შამილიშვილი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

28 ივლისი 2023, 10:58 504 ნახვა

ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩაქველმა ძალოსანმა ბაჩუკი შამილიშვილმა ასპარეზობა ბრინჯაოს სამი მედლით დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 94 და 99 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შამილიშვილმა აკვრაში 119 და 123 კგ ასწია და აქაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში 222 კილოგრამი მოაგროვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში