ჩხოროწყუში, საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხიდის მეორე მხარეს იმ მონაკვეთისკენ მიდიოდა, სადაც ასფალტს აგებენ.
დაღუპული კაცი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი იყო.
ადგილობრივების თქმით, საავტომობილო ხიდი მხოლოდ 10 ტონის სიმძიმეს უძლებს, სამშენებლო კომპანიის სატვირთოები კი დადგენილზე მეტი ტვირთით მოძრაობენ.