25  წელი  ხოჯალის ტრაგედიიდან 

24 თებერვალი 2017, 00:00 3726 ნახვა

ხოჯალის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. თარიღი გუშინ ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს ინიციატივით აღნიშნეს. შეხვედრაზე ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აჩვენეს ხოჯალში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ დოკუმენტური ფილმი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბათუმში მცხოვრები აზრბაიჯანელები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით 1992 წლის 25-26 თებერვალს გამთენიისას სომხურმა საოკუპაციო ძალებმა ყარაბაღში მდებარე ქალაქის, ხოჯალის ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპაცია რუსეთის არმიის 366-ე პოლკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. რამდენიმე საათში საოკუპაციო შეიარაღებულმა ძალებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 106 ქალი და 83 ბავშვი. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150 ადამიანი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი