“ლიონმა” საბა საზონოვის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - L'Equipe

27 ივლისი 2023, 15:55 770 ნახვა

ფრანგული გამოცემის L'Equipe-ს ინფორმაციით, "ლიონმა" მოსკოვის „დინამოს" ქართველი მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 

წყაროს თანახმად, გარიგების თანხა დაახლოებით 3 მილიონი ევროა. ქართველი ფეხბურთელი კი ფრანგულ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.  გარდა ამისა როგორც წყარო იუწყება პირველ სეზონს,  საზონოვი იჯარით ბელგიურ „მიოლენბეკში“ გაატარებს. 

საბას მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში მას "დინამოში" არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ის ჯერ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში სათადარიგოთა შორის იყო,  რამდენიმე დღის წინ, კი რუსეთის თასის შეხვედრაში განაცხადშიც არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვის  დებიუტი საქართველოს ნაკრებში გასულ სეზონში შედგა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი