მარიამ მაისურაძემ ბუქარესტში მიმდინარე 20 წლამდელთა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72/74 კგ. დაძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მაისურაძემ აკვრაში 88 კილოგრამი დააფიქსირა და მე-4 ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში მოგროვილი 162 კილოგრამით კი მარიამმა ოქროს მედლის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.
გარდა ამისა მარიამ მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.