''მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს, ეს არის მისი უწმინდესობა,” - ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას. ჟვანიას განცხადებით, ბოტკოველს პატრიარქისთვის მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ აქვს. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ასევე პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საქმეც. როგორც ჟვანიამ განაცხადა, პატრიარქის დაცვის სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება უწყებაში იყოს მიღებული.