4-მა ოჯახმა,რომელთა სახლები ხულოში სტიქიების შედეგად დაზიანდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის „ პროგრამის ფარგლებში შეძენილი საცხოვრებელი დაიკანონა. საკუთრების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თანხლებით შედგა . მიმდინარე წელს ამ პროგრამით 40 - მა ოჯახმა ისარგებლა და 2023 წელს ჯამში 100 ოჯახის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და დღემდე 642 საცხოვრებელი ფართია შეძენილი.