უკრაინაში ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაშავდა

26 ივლისი 2023, 10:50 595 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ტრევორ რიდი, რომელიც დააკავეს რუსეთში და შემდეგ პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს, უკრაინაში ბრძოლის დროს დაშავდა - ეს განცხადება  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. მისი თქმით, დაშავებული რიდი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა ამერიკელები, რომ არ წავიდნენ უკრაინაში და არ მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი