ჰაერის რეკორდული ტემპერატურა და ხანძრები ევროპაში

25 ივლისი 2023, 19:45 598 ნახვა

იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში  ექსტრემალური ამინდია, ქვეყანაში ტყის ხანძრებმა და ჰაერის ტემპერატურის მატებამ ყველაზე მეტად სამხრეთ კალაბრიის რეგიონი და კუნძული სიცილია დააზარალა. საბერძნეთის  როდოსის კუნძულზე კი ტყის ხანძარს ებრძვიან.  სოფელ მასარის მცხოვრებლები ხანძარსაწინააღმდეგო და დამცავ ბარიერებს ქმნიან მოახლოებული სტიქიის მოლოდინში. 20 ათასი  ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და სასტუმროები გასულ შაბათ-კვირას, რადგან ტყის ხანძარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო კურორტებს მიუახლოვდა. სტიქია ევროპაში- დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში