UFC-ში რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

25 ივლისი 2023, 17:31 653 ნახვა

UFC-ს ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის მომავალი მეტოქე დერეკ ბრანსონი იქნება. ინფორმაცია დოლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

რომანის მეტოქეს დერეკ ბრანსონი საშუალო წონით დივიზიონის რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს. ამერიკელ 39 წლის სპორტსმენს კარიერის განმავლობაში 32 ბრძოლაა აქვს ჩატარებული საიდანაც 23 მოიგო და 9-ჯერ დამარცხდა. ბოლოს მან დრიკუს დუ პლესისთან 2023 წლის მარტში წააგო.

რაც შეეხება დოლიძეს ის საშუალო წონის რეიტინგში მეცხრე ადგილზე იმყოფება და კარიერაში მის ანგარიშზე საერთო ჯამში 12 გამარჯვება და 2 მარცხია. 35 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ბრძოლა 18 მარტს იტალიელ, მარვინ ვეტორთან მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დათმო.

რომან დოლიძისა და დერეკ ბრანსონის დაპირისპირება ნიუ იორკში, „მედისონ სქუერ გარდენში“ 11 ნოემბერს შედგება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში