საპატრიარქოში არსებული ვითარება, ყოველდღიურად მწვავდება. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა, ურთიერთბრალდებები, მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. მეუფე პეტრე ცაავას კიდევ ერთი სკანდალური განცხადების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს პატრიარქის დაცვის უფროსი და საპატრიარქოს მდივანი დაუპირისპირდნენ. კომენტარი გააკეთა მიმდინარე მოვლენებზე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.