ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის მორიგი ქადაგება - სასულიერო პირი ამბიონიდან, ამჯერად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. ისაუბრა ექს-პრეზიდენტზე და თქვა, რომ წლებია მიხეილ სააკაშვილი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მისი ყველა მცდელობა, დამარცხებისთვის არის განწირული.
ეპისკოპოსი შეეხო ევროინტეგრაციის საკითხსაც. როგორც ამბობს, შესაძლოა, ევროკომისიამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად კონკრეტული ვადა იმიტომ დააწესა, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინოს.