ტურისტული სეზონი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის - მაგალითად, ქობულეთში, აგვისტოში სტუმრების ფართო შემოდინებას ელოდებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ შარშან ანალოგიურ პერიოდში ქალაქი ვიზიტორებით უფრო სავსე იყო.
შესაბამის უწყებებში აცხადებენ, რომ რეგიონის და კონკრეტულად ქობულეთის პოპულარიზაციის მიზნით უამრავი აქტივობა იმართება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონზე, ხოლო ზღვის წყლის ხარისხი მაღალ და უსაფრთხო დონეზეა.