ჭოროხის პირას 1937 წელს დახვრეტილი ჰაფიზ ძნელაძე ოჯახმა დღეს დაკრძალა. მისი ნეშტი ხელვაჩაურში მეხუთე სამარხში სხვა 28 ადამიანის ნეშტთან ერთად კვლევა ძიების დროს იპოვეს.
ექსპერტიზის შემდეგ ჰაფიზ ძნელაძესთან ერთად კიდევ 2 ადამიანის შთამომავალმა დნმ-ის მეშვეობით მიაგნო წინაპარს.
ჰაფიზ ძნელაძის შვილიშვილი კი იხსენებს, რომ მას ჯერ კიდევ შვილი, შემდეგ კი შვილიშვილები ეძებდნენ და ბოლოს სასამართლო ანთროპოლოგის და სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგად მიაკვლიეს.
ექსპერტიზის მიხედვით, დახვრეტის მომენტში მამაკაცი 51 წლის იყო.