სახალხო დამცველის ანგარიში

19 მაისი 2016, 00:00 4058 ნახვა

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წელთან შედარებით 2015 წელს უმნიშვნელოდ შემცირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირების რაოდენობა, დაფიქსირდა 916 შემთხვევით ნაკლები სხეულის დაზიანება, შემცირებულია პოლიციის მიმართ პრეტენზიით მიმართვის შემთხვევებიც. მიუხედავად ამისა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი