დინამო თბილისმა ყაზახეთის ასტანას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა

19 ივლისი 2023, 22:33 584 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ყაზახეთის „ასტანას“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს.

პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში 1:1 დასრულდა და დინამო თბილისს  მინიმალური ანგარიშით მოგებაც ხელს აძლევდა.

22-ე წუთზე  დინამოს ფეხბურთელმა ულად-ომარ იმრანმა შესანიშნავი გადაცემით, „ასტანას“ მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა.

მეორე ტაიმი „დინამოსთვის“ ცუდად დაიწყო. 50-ე წუთზე აბზალ ბეისებეკოვმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში დემბო დარბოამ  „ასტანა“ დააწინაურა.

დინამო თბილის ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, სადაც მალტის „ჰამრუნს“ შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში