22 ივლისიდან მილანი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

19 ივლისი 2023, 12:41 781 ნახვა

22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით იტალიის ქალაქ მილანი ფარიკაობის სეზონის მთავარ შეჯიბრს, მსოფლიო ჩემპიონატს უამსპინძლებს.

2022/23 წლების პლანეტის პირველობაზე საქართველოს ღირსებას 16 მოფარიკავე: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა, ევა აჰამიანი, მაია გუჩმაზოვა, არინა კორნეევა,  ტამილა მურიდოვა, ანასტასია სპასი,  გიორგი ჯავახიშვილი, ანზორ ალბრეხტი, ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი და არჩილ უგულავა დაიცავს.

შეგახსენებთ რომ 2022 წლის მოსლფიოს ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა. 

FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე,  გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძე არის . ქართველმა ზედიზედ 13 პრესტიჟული ტურნირზე საპირიზო სამეულში შესვლა მოახერხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში