აპარტოტელში დასაქმებული პირი სასტუმრო გუმბათი აპარტოტელის მენეჯმენტს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს.როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს მტკიცებულებები, როგორ შეატრიალეს თანამშრომლების გასახდელისკენ კამერა, რომელიც მანამდე, მათი ინფორმაციით, მხოლოდ გასახდელის კარს იღებდა. სასტუმროს თანამშრომელმა ფაქტის შესახებ თანამშრომლისგან გაიგო, მიმართა სამართალდამცველებს და იმყოფებოდა გამოკითხვაზეც, თუმცა შედეგად მისი თქმით გამოძიება არ დაწყებულა. ადვოკატი საქმეზე სასამართლოში საჩივრის შეტანას ხვალ გეგმავს, მოითხოვს შრომის პირობების დარღვევის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასტუმროს ინტერესების დამცველი განმარტავს,რომ ოთახი რომელზეც თანამშრომელი საუბრობს, არ არის გასახდელი და სწორედ ამიტომ არის იქ კამერა.სასტუმროს ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული თანამშრომლის წინააღმდეგ თავად მიმართეს საგამოძიებო უწყებას,რადგან გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, დასაქმებული დასახელებულ ოთახის გასახდელად გამოყენებით მიზანმიმართულად ცდილობდა მენეჯმენტისგან თანხის გამოძალვას. ასევე თანამშრომელს სასტუმრო ვიდეო ჩანაწერების უკანონო ამოღებას ედავება.