შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია-ასეთია მორიგი მონიტორინგის შედეგები, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩააბარა. უწყების ინფორმაციით, 6 და 10 ივლისს განხორციელებული კვლევის მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.