სტიქია კახეთში

18 ივლისი 2023, 10:48 464 ნახვა

დაზიანებული ელექტროსადენები, საყრდენი ბოძები, მოგლეჯილი  ხეები და ჩახერგილი საავტომობილო გზა - ასეთი მდგომარეობაა კახეთში სტიქიის შემდეგ. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხში რამდენიმე  სოფელი დააზარალა.  

საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, დაზიანებულია  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.  ყვარელში  კი ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. დასეტყვილია საზამთროსა და ნესვის ბაღებიც.

კომისიამ ზარალის შესწავლა  დაიწყო. კახეთის პარალელურად ზარალს ითვლიან იმერეთშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი