საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში 18, 19, 20 ივლისს თურქეთის, ხოლო 24-25 ივლისს ირანის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
სამივე მატჩი თურქეთთან 18:00 საათზე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 ხელბურთელი ითამაშებს.
პლანეტის პირველობაზე თემურ ქამადაძე (მეკარე), ნიკოლოზ შერვაშიძე (გამთამაშებელი), ანრი აბულაძე (მარცხენა გარემარბი კუთხე) და ნუგზარ ტარიელაძე (მარჯვენა გარემარბი კუთხე) იასპარეზებს.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.