წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით.
წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა.
დღეისათვის, ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი.
ეფექტიანობის გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონოტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა თუმცა, კვლავ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას.