ალკარასმა ჯოკოვიჩს მოუგო და უიმბლდონის ჩემპიონი გახდა

16 ივლისი 2023, 22:15 693 ნახვა

კარლოს ალკარასი უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში 20 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა  ლეგენდარული, ნოვაკ ჯოკოვიჩი დრამატულ მატჩში დაამარცხა.

ალკარსმა, ტურნირის შვიდგზის ჩემპიონს ხუთ სეტში 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 მოუგო.

პირველ სეტში ყველა ასპექტში სერბი ჩოგბურთელი დომინირებდა და მარტივად 6:1 მოიგო.

მეორე სეტში მაყურებელმა უკვე თანაბარი თამაში იხილა და ყველაფერი ტაი ბრეიკზე გაირკვა, სადაც ოდნავ უკეთესი კარლოსი აღმოჩნდა და 8:6 იმარჯვა.

მესამე სეტში კი ესპანელი მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა, რაც ანგარიშზეც აისახა და 6:1 სძლია ნოვაკს.

ჯოკოვიჩმა ზედიზედ ორი სეტის წაგების მერე შეძლო თამაშში დაბრუნება და მეოთხე სეტი ორი ბრეიკით 6:3 დახურა. მეხუთე და გადამწყვეტი სეტი კი კარლოს ალკარასმა 6:4 მოიგო. ესპანელს საკუთარ ჩაწოდებაზე პრობლემა არ ჰქონია, ყველაფერი კი მესამე გეიმში მის მიერ შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა.

ნოვაკმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა და პირველად კარლოსი უიმბლდონის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ეს ჯოკოვიჩისთვის კარიერაში დიდი სლემის 35-ე ფინალი იყო, საიდანაც სერბს ისტორიაში ყველაზე მეტი 23 ტიტული აქვს მოგებული. ხოლო ალკარასი კი ამ ეტაპზე მეორეჯერ გავიდა და ესპანელს 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მან პირველი ტრიუმფი დიდი სლემის ტურნირზე გასულ წელს, ამერიკის ღია პირველობაზე იზეიმა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი