საბა კვერკველია საუდის არაბეთში ითამაშებს

16 ივლისი 2023, 14:05 597 ნახვა

საბა კვერკველია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, მისი ახალი კლუბი "ალ ახდუდი" იქნება. საქართველოს ნაკრების 31 წლის ცენტრალურმა მცველმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

კვერკველიამ ბოლო 1 წელი ბაქოს „ნეფთჩიში“ გაატარა. სხვადასხვა დროის კი ის ასევე „რუბინში,“ „ნეფტეხიმიკში,“ მოსკოვის „ლოკომოტივში,“ ვოლგოგრადის „როტორში,“ უკრაინულ „მეტალისტ 1925-ში“ და „გაგრაში“თამაშობდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს საბას დებიუტი 2014 წელს ლიხტენშტაინთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა. საერთო ჯამში კი გამოცდილმა მცველმა ეროვნული ნაკრების მაისური 2014 წლიდან დღემდე 50-ჯერ მოირგო.

საბა კვერკველიას ახალმა კლუბმა „ალ ოხდუდმა“ გასული სეზონი საუდის არაბეთის მეორე ლიგაში მესამე ადგილზე დასრულა და ახალი სეზონიდან მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „ალ-ახდუდი“ პრო ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს სტუმრად „ალ შაბაბს“ დაუპირისპირდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში