მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

16 ივლისი 2023, 13:12 519 ნახვა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში 60 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში