ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის გაუგებარია ის მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას არ აპირებენ. ამასთან დაკავშირებით ე.წ. მატროსოვის ციხესთან დღეს რამიშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მან გუშინ პატრიარქს შეხვედრის თხოვნით მიმართა. დეკანოზის სურვილი იყო, რომ მათთან იმ ჩვენების შესახებ ესაუბრა, რის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს. თუმცა, საპატრიარქომ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა. პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან.