დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებს. ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან დაბარებას დეკანოზი გამომძიებელთან საქმეზე დეტალურად ისაუბრებს.
დეკანოზის მოსანახულებლად საპატიმროში მისული მეუფე პეტრე ცაავა დაწესებულებაში არ შეუშვეს, აქვე გეტყვით, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება. აღნიშნულ საკითხზე თავად მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეზე იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, რომლის დაკითხვასაც საინტერესოდ გამოძიება მიიჩნევს.