გელათის გადარჩენა რთულია - საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ, რომ უძველეს სამონასტრო კომპლექსში ვითარება კრიტიკულია.
საპატრიარქოს მიწვევით, ტაძარში მომუშავე კედლის მხატვრობისა და რესტავრატორთა უცხოელმა ჯგუფმა დღეს დაადასტურა, რომ დაზიანებული ნაწილების უსაფრთხოდ აღდგენა ურთულესი იქნება. დღევანდელ შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე შიოც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, საპატრიარქომ გელათის მონასტრის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება თავის თავზე მიმდინარე წლის 23 თებერვალს აიღო.