უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ირაკლი ღარიბაშვილს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართველების ხედვა და მათ მიერ გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.
„ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად - წერია უეფა-ს პრეზიდენტის წერილში.