საქართველო იტალიასთან დამარცხდა

14 ივლისი 2023, 19:56 581 ნახვა

სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მესამე შეხვედრაში იტალიას შეხვდა და სამ სეტში, 20:25,15:25,15:25 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი ბულგარეთთან 0:3 წააგეს. ევროპის ჩემპიონატზე სამი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები რვა გუნდს შორის ჯგუფში მეშვიდე ადგილს იკავებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი