საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის ირის ანტმანის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები: ამბალიამ , დანელიამ , ჭყონიამ, ბაქრაძემ და პასიკაშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრები 16 ივლისს სომხეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ქალთა ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის ემზადება ,რომელიც სექტემბერში დაიწყება.