აჭარის მაუწყებლის სამომავლო გეგმები

14 ივლისი 2023, 15:10 645 ნახვა

აჭარის ტელევიზიას მალე ახალი ვირტუალური სტუდია ექნება - ამის შესახებ დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი.

ასევე ახალი სეზონიდან აჭარის ტელევიზია 24 საათიან მაუწყებლობაზე გადავა. 

მაუწყებლის დირექტორის მოადგილის თქმით, ეტაპობრივად მოხდება თანამშრომლების გადამზადება, ტექნიკური გადაიარაღების გაუმჯობესება და ანაზღაურების მატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში