მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ესე იგი, ვერ მოუწამლავს - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

13 ივლისი 2023, 12:47 492 ნახვა

მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ესე იგი, ვერ მოუწამლავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მცხეთაში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას ესწრება.

მისი თქმით, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირს ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების ზღვარი, შესაძლოა, მართლაც აქვს მომატებული, თუმცა მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი.

„დღეს დამირეკეს ამერიკიდან მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. მთელი ამერიკა არის შეშფოთებული, მეუფე შიო რომ მოწალეს, მართალია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი, რადგან ეს არის, დიდ ბოდიშს გიხდით, კი არ გადანაშაულებთ, მაგრამ თქვენი გავრცელებული ინფორმაცია, საინფორმაციო საშუალებების მიერ. მეუფე შიოს, შეიძლება, მართლაც აქვს სისხლში მომატებული, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი, მაგრამ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი ამბავი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქმის აღძვრის მოტივაცია არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი