საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 18 მოთამაშე დარჩა

12 ივლისი 2023, 16:48 867 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 18 კაცამდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. 18 კალათბურთელი 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

თავდაპირველად ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით გაემგზავრება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან. 

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი